Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა მოეწყო
ambebi.ge
23 June 2017, 14:20
მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მტკვრის სანაპიროზე 8 კილომეტრიანი ველოტრასა წრიული იქნება და იგი უკვე მოწყობილია. რამდენიმე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დღეში კი, მისი დახაზვა დაიწყება, რის შემდეგაც იგი მზად იქნება.

როგორც საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ველოტრასა "დედაენის ბაღიდან" დაიწყება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტროტუარზე გაგრძელდება. ვახუშტის ხიდით კი მტკვრის მეორე სანაპიროზე გადავა, ზაარბრიუკენის მოედანს გაივლის და დედაენის ბაღიდან შესაძლებელი იქნება რიყის პარკში გადასვლა.

საქალაქო სამსახურის განცხადებით, ველოსიპედებით მოსიარულეებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორი შუქნიშანი დამონტაჟდა. კერძოდ, რესტორან "თავადურთან" და "ზაარბრიუკენის მოედანთან". ასევე, ველოტრასის მიმდებარედ ოთხი ველოსადგომი გაკეთდა. კერძოდ, დედაენის ბაღში, მშრალ ხიდთან, რიყეზე და ზაარბიუკენის მოედანთან.

საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მტკვრის სანაპიროზე ველოტრასისთვის ადგილი ველომოყვარულების სურვილითა და მათი აზრის გათვალისწინებით შეირჩა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი